Accentnews.ge
რა ვიცით გასული დღე–ღამის განმავლობაში გარდაცვლილი პაციენტების შესახებ

რა ვიცით გასული დღე–ღამის განმავლობაში გარდაცვლილი პაციენტების შესახებ

27/10/2020 08:37:44 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსს საქართველოში 23 პაციენტი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ვირუსმა ჯამში 238 პაციენტი იმსხვერპლა.

მთავრობის მონაცემებით, გარდაცვალების ცხრა შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, აჭარაში – რვა, იმერეთში – ორი, შიდა ქართლში – ორი, მცხეთა-მთიანეთში ორი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საქართვლოს აღნიშნულ რეგიონში გარდაცვლილთაგან ორი ქალია, ექვსი მამაკაცი.

გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ორი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, თითო–თითო შემთხვევა – ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, საერთაშორისო ჰოსპიტალსა და კლინიკა „მედცენტრში“.

გარდაცვლილთა ასაკი 65-დან 82 წლამდეა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გარდაცვლილებს „კოვიდ-19“-ის დიაგნოზის პარალელურად ჰქონდათ მძიმე თანმხლები დაავადებები.

თერჯოლის საავადმყოფოში გარდაიცვალა ორი პაციენტი. კლინიკა "თერჯოლამედის" დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, გარდაცვლილები 75 და 83 წლის პირები იყვნენ.

75 წლის ქალი "თერჯოლამედში" წალენჯიხიდან გადაიყვანეს, ის შეყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა, მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, 83 წლის ქალი კლინიკაში ბათუმიდან ორი კვირის წინ გადაიყვანეს, პაციენტს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

საქართველოს სხვა რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე ხელმიუწვდომელია.

განახლება

თბილისში COVID-19–ით 32 წლის პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S