თბილისში COVID-19–ით 32 წლის პაციენტი გარდაიცვალა
27/10/2020 10:02:06 საზოგადოება
თბილისში 32 წლის COVID-19–ით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი კლინიკა „ჯერარსში“ მკურნალობდა.
კლინიკაში "პუბლიკას" განუცხადეს, რომ გარდაცვალების ძირითადი მიზეზი კორონავირუსის ფონზე განვითარებული პნევმონია გახდა. პაციენტს ჰქონდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ახალგაზრდა ქალი ჭარბწონიანი იყო.
ეს ახალგაზრდა ასაკის პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა არაა. გასულ კვირას შავი ზღვის ჰოსპიტალში 30 წლის ქალი გარდაიცვალა.
ცნობისთვის: 27 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა – 1262.
კორონავირუსით გარდაცვლილი 23 ადამიანიდან 9 პაციენტი თბილისში მკურნალობდა.


