
მესტიაში 12 წლის მოზარდს მამა შემოაკვდა
26/06/2019 13:04:05 სხვა, სამართალი
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანში, უბედური შემთხვევის შედეგად, თოფიდან გასროლით შუახნის კაცი დაიღუპა. დაღუპულს თავის არეში მოხვდა საკუთარი შვილის, 12 წლის გოგოს მიერ, შემთხვევით გასროლილი ტყვია.
შსს–ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.