ლარი გაუფასურებას განაგრძობს
26/10/2020 12:51:12 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2285 ლარი ეღირება, ევრო – 3.8158 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2190 ლარი, თურქული ლირის – 0.4004 ლარი.
26 ოქტომბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი იყო, ევრო – 3.8137 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2098 ლარი, თურქული ლირის – 0.4046 ლარი.
ცნობისთვის: სებ-მა 22 ოქტომბერს სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-17 სავალუტო ინტერვენციაა: სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან ჯამში 569 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.


