
რუსეთმა საქართველოსკენ ავიაბილეთები გააძვირა
26/06/2019 12:28:31 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა
რუსეთის ყველა ქალაქიდან საქართველოსკენ ავიაბილეთები გაძვირდა. როგორც რუსული მედია კვლევით სერვის TUTU.ru–ზე დაყრდნობით იუწყება, პირდაპირი და არაჩარტერული რეისების ფასი 34%–ით არის მომატებული, 1–7 ივლისის პერიოდში, მაგალითად, ყველაზე იაფი პირდაპირი რეისი საშუალოდ 7000 რუბლი ეღირება, ხოლო არაჩარტერული – 9 500 .
როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, „ჯორჯიან ეარვეისის“ პირდაპირი რეისები ჯერ არ გაუქმებულა, თუმცა მათზე მოთხოვნა 2–ჯერ არის დაცემული.
გამოცემა "იზვესტია" აღნიშნავს, საქართველოსკენ ფრენების აკრძალვა მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს მიაყენებს რუსულ კომპანიებსაც, რომელმაც საშუალოდ 60 მლნ დოლარი შეიძლება, დაკარგონ.