
„თუ რუსეთი ბირთვულ შეთანხმებას დატოვებს, საჭირო იქნება ჩვენი პასუხი, რადგან რუსულ რაკეტებს ევროპულ ქალაქებამდე მიღწევა შეუძლიათ“
26/06/2019 12:04:48 სხვა, მსოფლიო
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, თუ რუსეთი მცირე და საშუალო დამიზნების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას დატოვებს, ალიანსი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.
„რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო შეთანხმების შენარჩუნებისთვის. ვადა ორ აგვისტომდეა. თუ მოსკოვი შეთანხმებას არ დაიცავს, საჭირო იქნება ჩვენი პასუხი. რუსეთის მიერ რაკეტების განთავსება NATO-სთვის მნიშვნელვანი საკითხია, რადგან ამ რაკეტებს ბირთვული ქობინის გადატანა და ევროპულ ქალაქებამდე მიღწევა შეუძლიათ. დღემდე ჩვენ რუსეთის ქმედებებში სერიოზული ცვლილება არ შეგვინიშნავს. ვგეგმავთ, NATO -რუსეთის კომისიის სხდომის ჩატარებასაც. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს შეთანხმებით აღებული ვალდებულებები“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე.