Accentnews.ge
20–21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებული ერთ–ერთი პირი კომიდან გამოვიდა

20–21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებული ერთ–ერთი პირი კომიდან გამოვიდა

26/06/2019 10:49:52 სხვა, საზოგადოება

20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლის დროს დაშავებული ერთ–ერთი პირი დავით ფარადაშვილი კომიდან გამოვიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დავით ფარადაშვილის ოჯახის წევრები ადასტურებენ.

ამჟამად მართვით სუნთქვაზე აქციის დაშლის დროს დაშავებული ერთი პირი რჩება.

ცნობისთვის: თბილისში, 20 ივნისს, საღამოს მომიტინგეების მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას ძალოვანების მიერ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოჰყვა. ჯამში დაშავდა სულ მცირე, 240 მოქალაქე, რამდენიმემ თვალი დაკარგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S