Accentnews.ge
თბილისის მეტროპოლიტენი პარალიზებულია

თბილისის მეტროპოლიტენი პარალიზებულია

26/06/2019 10:30:17 სხვა, საზოგადოება

თბილისის მეტროპოლიტენი პარალიზებულია. მეტროს სადგურ „ნაძალადევში“ ვაგონში ძლიერი დაკვამლიანების გამო მოძრაობა შეჩერდა. 

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. 

განახლება:  თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა.

"მატარებელი გადაიყვანეს ჩიხში, რის გამოც მოძრაობა 6 წუთის განმავლობაში შეფერხდა. მთლიან შემადგენლობას პრობლემა არ ჰქონია, მხოლოდ ერთი ვაგონის გაუმართავობა დაფიქსირდა. მატარებელი დაიცალა მგზავრებისგან. ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მას შესაბამისი პირველადი დახმარება გაუწია. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია“, - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S