Accentnews.ge
"დიდი გამბედაობა გამოიჩინა გალდავამ. მინდა, ვუთხრა ყველა პოლიციელს – ხელშეუხებლობის სრულ გარანტიას გაძლევთ"

"დიდი გამბედაობა გამოიჩინა გალდავამ. მინდა, ვუთხრა ყველა პოლიციელს – ხელშეუხებლობის სრულ გარანტიას გაძლევთ"

23/10/2020 16:13:23 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოლიციელებს ხელშეუხებლობის სრულ გარანტიებს მისცემს.

“არ შემიძლია არ ვაღიარო, რომ დიდი გამბედაობა გამოიჩინა ზუგდიდის პოლიციის უფროსმა [ავთანდილ] გალდავამ. რა თქმა უნდა, ასეთი ხალხი საკმარისზე მეტია და მინდა, ვუთხრა ყველა პოლიციელს: ხელშეუხებლობის სრულ გარანტიას გაძლევთ არჩევნების მერე. თქვენ არავინ შეგეხებათ და თუ რაღაც საოცრება არ ჩაიდინეთ ამ დღეებში, არავინ დაიწყებს იმის გარჩევას, წინა წლებში ვინ ვის მხარეს იყო. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ყველანი ვემსახურებით საქართველოს და ყველა სამოქალაქო მოსამსახურეს, პოლიციელს უნდა ვუთხრათ, რომ თქვენი არჩევანის თავისუფლება არის დაცული. რამდენიც არ უნდა გითხრან, რომ გაგაკონტროლებენ, ვერ გაგაკონტროლებენ. ხელფასი გეძლევათ საქართველოს მოქალაქეების მიერ და ისინი მიეკუთვნებიან სხვადასხვა პარტიებს, ამიტომ ემსახურეთ საქართველოს მოქალაქეებს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ახლა "პოლიცია მთლიანად დაკავებულია არჩევნებით, დადის სიებით და ურეკავს მოქალაქეებს".

ცნობისთვის: 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკში“ მძარცველი შეიჭრა, რომელმაც 43 ადამიანი მძევლად აიყვანა და 500 ათასი დოლარი მოითხოვა. ამჟამად ყველა მძევალი თავისუფალია, ხოლო დამნაშავე მიმალული. შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა მძევლების ნაწილს ჩაენაცვლა და თავდამსხმელს სამ მძევალთან ერთად გაჰყვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S