Accentnews.ge
ჰოლანდიის კლინიკების გადატვირთვის გამო კოვიდ–ინფიცირებული მძიმე პაციენტები გერმანიაში გადაჰყავთ

ჰოლანდიის კლინიკების გადატვირთვის გამო კოვიდ–ინფიცირებული მძიმე პაციენტები გერმანიაში გადაჰყავთ

23/10/2020 14:49:17 მსოფლიო

ჰოლანდიის კლინიკების გადატვირთვის გამო კოვიდ–ინფიცირებული მძიმე პაციენტები გერმანიაში გადაჰყავთ, – იუწყება The Guardian.

მისივე ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც Covid-19–ის მეორე ტალღის დროს ქვეყანას ასეთი საჭიროება დაუდგა. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიამ გერმანიაში მძიმე პაციენტები პანდემიის პირველი ტალღის დროსაც (მარტიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში) გადაიყვანა.

ბოლო 24 საათში ჰოლანდიაში Covid-19 10 000–ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია. უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში ქვეყანაში გაორმაგდა იმ კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელთაც ჰოსპიტალიზება სჭირდებათ. ქვეყნის მასშტაბით არსებულ კლინიკებში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში განთავსებული საწოლების ნახევარზე მეტი უკვე Covid-19–ით ინფიცირებულ პაციენტებს უკავიათ.

პრემიერ–მინისტრი მარკ რუტე ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვას ამ ეტაპზე გამორიცხავს. ამჟამად ჰოლანდიაში გამკაცრებულია შეზღუდვები, მათ შორის დაკეტილია ბარები და რესტორნები.

იხილეთ ასევე: ბოლო 24 საათში ევროპაში Covid-19 200 000–ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა – რიგ ქვეყნებში მოქალაქეთა სახლიდან გასვლაზე მკაცრი შეზღუდვები დაწესდა

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 143 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 42 068 000–ზე მეტი ადამიანი, 31 217 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 751 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 183 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S