Accentnews.ge
მთავრობამ საქართველოს სამ დიდ ქალაქში პირბადის გარე სივრცეში ტარების მკაცრი რეკომენდაცია გასცა

მთავრობამ საქართველოს სამ დიდ ქალაქში პირბადის გარე სივრცეში ტარების მკაცრი რეკომენდაცია გასცა

23/10/2020 07:26:39 საზოგადოება

მთავრობამ საქართველოს სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში პირბადის გარე სივრცეში ტარების მკაცრი რეკომენდაცია გასცა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, რეკომენტაცია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობას ეფუძნება.

„მკაცრი რეკომენდაციაა გარე სივრცეებში პირბადის ტარების, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. ეს გაკონტროლდება შესაბამისი სამსახურების მხრიდან – შრომის ინსპექციისა და შს სამინისტროს მიერ. ამიტომ, გთხოვთ, მოგიწოდებთ, რომ დღეიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გარე სივრცეებში პირბადე ვატაროთ, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იყრდის თავს. იმედი მაქვს, ჩვენ პოლიციის რესურსის გამოყენება არ დაგვჭირდება“,– განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნულ მოთხოვნას სარეკომენტაციო ხასიათი აქვს, თუმცა მკაცრი და ჯარიმის საკითხი აღსრულების ტენდენციის შესაბამისად გადაწყდება.

მეზვრიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ჯარიმის დაწესება საჭორო არ გახდება.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1700–ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე „ცხელ კერებად“ რჩება თბილისი, აჭარა და იმერეთი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S