Accentnews.ge
როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

23/10/2020 07:11:24 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსული ინფექციით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა, თუმცა მატება ფიქსირდება სხვა რეგიონებშიც. კერძოდ, მთავრობის ინფორმაციით, COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 686;
  • აჭარა – 487;
  • იმერეთი – 356;
  • ქვემო ქართლი – 36;
  • შიდა ქართლი–35;
  • გურია – 17;
  • სამეგრელო–ზემო სვანეთი – 69;
  • კახეთი – 24;
  • მცხეთა–მთიანეთი – 12;
  • სამცხე–ჯავახეთი – 30;
  • რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი – 7.

მთავრობის მონაცემებით, სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსის 14 421 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 3 234 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, აქედან 397–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 82 პირი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 350 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 24 562 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 183 პაციენტი გარდაივალა, ხოლო 9 751 პირი გამოჯანმრთელდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 24 საათის განმავლობაში 1 759 ახალი შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 4 408 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 355, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში – 1 848.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S