
კრემლის პროპაგანდა: „აშშ–ს რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება არ სურს"
26/06/2019 09:06:39 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
მოსკოვი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელებას განაგრძობს და ცდილობს, ამ პროცესებში ამერიკული კვალის შექმნას ცდილობს.
შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა:
„ვშიშობთ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი ამერიკელი კოლეგები ცდილობენ, გააკეთონ ყველაფერი, რათა არ დაუშვან რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება. ზოგიერთმა ანალიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველოს პარლამენტში მოწყობილ პროვოკაციამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისს სტუმრობდა ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორი კარპენტერი. ის აქტიურად მუშაობდა არა მხოლოდ კულუარებში, არამედ საჯაროდაც გამოვიდა მოწოდებით, რომ რუსეთთან ურთიერთობების განვითარება არ შეიძლება. ეს ასპექტი არ უნდა დავივიწყოთ“.