„თიბისი“ მომხმარებელს ურჩევს, თანხა დისტანციური არხების გამოყენებით გადარიცხოს
22/10/2020 11:21:50 ეკონომიკა, რეკლამა
„თიბისი ბანკი“ მომხმარებლებს ურჩევს, ფილიალში ვიზიტის ნაცვლად, თანხა დისტანციური არხების - მობაილ და ინტერნეტბანკის საშუალებით გადარიცხონ. „თიბისის“ ინფორმაციით, დისტანციური არხებით თანხის გადარიცხვა გამარტივებული შესაძლებლობაა, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს და ფილიალში ვიზიტს არ საჭიროებს, მითუმეტეს, არსებული გამოწვევის ფონზე. თანხის ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გადასარიცხად, მხოლოდ მიმღების პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომრის ცოდნაა საჭირო. ტრანზაქციის შესრულებას კი მხოლოდ რამდენიმე წამი სჭირდება.
მობაილბანკით სარგებლობა უკვე ინტერნეტის ბალანსის დახარჯვის გარეშეა შესაძლებელი, რაც დამატებითი კომფორტია მომხმარებლებისთვის.
„თანხის მობაილ ან ინტერნეტბანკიდან გადასარიცხად, მომხმარებელმა: გადარიცხვების მენიუდან მისთვის სასურველი გადარიცხვის მეთოდი უნდა აირჩიოს; შეიყვანოს ადრესატის პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომერი, ან შაბლონებიდან აირჩიოს სასურველი; მიუთითოს სასურველი თანხა და გადარიცხოს. „თიბისისთვის“ მთავარი პრიორიტეტი გუნდისა და მომხმარებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. პანდემიის დაწყების დღიდან, ბანკმა მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად არაერთი მომსახურება დისტანციურ რეჟიმში გადაიტანა. სერვისების გაციფრულებისა და გაუმჯობესების მიმართულებით „თიბისის“ გუნდი მუდმივად მუშაობს და მომხმარებელს არაერთ სიახლეს შესთავაზებს,“- ნათქვამია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში.


