Accentnews.ge
გამყრელიძე განმარტავს, რა პერიოდი იგულისხმება COVID -19-თან „კარგა ხნით“ თანაცხოვრებაში

გამყრელიძე განმარტავს, რა პერიოდი იგულისხმება COVID -19-თან „კარგა ხნით“ თანაცხოვრებაში

22/10/2020 11:12:41 საზოგადოება

ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მოქალაქეები კორონავირუსთან თანაცხოვრებას „კარგა ხნით“ უნდა შეეგუონ და პირბადე მუდმივ ატრიბუტად გაიხადონ.

ამასთან, მან განმარტა, რომ „კარგა ხანში“ იგულისხმება სულ მცირე 1 წელი ან წელიწადნახევარი.

ის მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან ჰიგიენა და დისტანცია.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელი – 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 398 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 22803 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 178 პაციენტი გარდაივალა, ხოლო 9 401 პირი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით "ცხელ კერებად" რჩებიან: თბილისი, აჭარა და იმერეთი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S