როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით
22/10/2020 09:07:58 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით COVID-19–ის ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისი – 563
აჭარა – 389
იმერეთი –335
ქვემო ქართლი – 77
შიდა ქართლი – 69
გურია– 53
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 42
მცხეთა-მთიანეთი – 26
სამცხე-ჯავახეთი – 24
ხოლო კახეთი – 17
21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 12 007 აქტიური შემთხვევაა. 3 155 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 584, აჭარაში – 646. ინფიცირებულთაგან 381-ის მდგომარეობა არის მძიმე, მათ შორის, თბილისში – 190, აჭარაში – 79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 77 პირი, მათ შორის თბილისში – 48, აჭარაში – 12.
21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით, 7164 პირი მკურნალობს ბინაზე.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 398 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 22803 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 178 პაციენტი გარდაივალა, ხოლო 9 401 პირი გამოჯანმრთელდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 24 საათის განმავლობაში 1 595 ახალი შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 4 462 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 071, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში – 1 772.


