Accentnews.ge
სამი კვლევა – "ტოცილიზუმაბი" კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების გადარჩენის არც შანსს ზრდის და არც დაავადებულთა სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს

სამი კვლევა – "ტოცილიზუმაბი" კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების გადარჩენის არც შანსს ზრდის და არც დაავადებულთა სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს

22/10/2020 11:02:10 მსოფლიო

მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებული კლინიკური კვლევების შედეგების თანახმად, ართრიტის საწინააღმდეგო პრეპარატის "ტოცილიზუმაბი" კოვიდ–ინფიცირებულ პაციენტებში გამოყენებამ დადებითი შედეგი არ აჩვენა.

ერთი კლინიკური კვლევის შედეგი სამედიცინო ჟურნალ The American Medical Association–ში გამოქვეყნდა, დანარჩენი ორის – The New England Journal of Medicine–ში.

სამივე კლინიკური კვლევის შედეგების თანახმად, "ტოცილიზუმაბი" კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების გადარჩენის არც შანსს არ ზრდის და არც დაავადებულთა სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს.

თუმცა, როგორც CNN იუწყება, საპირისპირო შედეგი აჩვენა მეოთხე კვლევამ, რომლის თანახმად, "ტოცილიზუმაბის" გამოყენება პაციენტთა გადარჩენის შანსებს ზრდის. თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს იყო სადამკვირვებლო შესწავლა და მისი შედეგები საბოლოოდ ნაკლებად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ "ტოცილიზუმაბით" კოვიდ–ინფიცირებულთა სამკურნალოდ საქართველოშიც გამოიყენეს.

როგორც თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მიმდინარე წლის აპრილში აცხადებდა, რომ სწორედ ამ პრეპარატის წყალობით გადაარჩინეს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი:

"აი ამ ციტოკინული შტორმის საწინააღმდეგოდ არის მოწოდებული მედიკამენტი "ტოცილიზუმაბი", რომელიც ჩვენ წარმატებით გამოვიყენეთ ერთ შემთხვევაში, სადაც "პლაქვენილმა" არაფერი შედეგი არ მოგვცა და საერთოდ არც ერთმა მკურნალობამ არ მოგვცა შედეგი და ეს პაციენტი დაიღუპებოდა რომ არა "ტოცილიზუმაბი". ეს პრეპარატი ძალიან რთული და სარისკო გამოსაყენებელია. თუ იგი გამოიყენე სწორად, გადაარჩენს პაციენტს, განსხვავებით "პლაქვენილისგან", რომელიც უხდება მაგრამ, ისე დრამატულად არა“.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 136 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 41 518 000–ზე მეტი ადამიანი, 30 931 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 401 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 178 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S