
რუსი დეპუტატი უკრაინის აეროპორტიდან გააბრუნეს
26/06/2019 08:55:55 სხვა, მსოფლიო
რუსეთის დუმის დეპუტატი უკრაინის აეროპორტიდან გააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა “რია ნოვოსტი” უკრაინის სასაზღვრო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
“რუს დეპუტატს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა” – ასეთი იყო უკრანის მხარის პოზიცია. სასაზღვრო დეპარტამენტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დუმის დეპუტატი იმავე რეისით გაუშვეს უკან.
აღსანიშნავია, რომ დეპუტატის ვინაობა არ სახელდება.