Accentnews.ge
ლარი ისევ გაუფასურდა

ლარი ისევ გაუფასურდა

21/10/2020 12:59:06 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2274 ლარი ეღირება, ევრო – 3.8267 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2247 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.2222 ლარი ღირდა, ევრო – 3.8067 ლარი, ფუნტი – 4.1747 ლარი.

ცნობისთვის: 19 ოქტომბერს გამართულ აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე მე-17 სავალუტო ინტერვენციაა.

სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 529 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S