
ნიკოლ ფაშინიანი: „მთიანი ყარაბაღის საკითხის დიპლომატიური გზით გადაჭრა ამ ეტაპზე შეუძლებელია“
21/10/2020 12:55:00 კავკასია
მთიანი ყარაბაღის საკითხის დიპლომატიური გზით გადაჭრა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
მისი თქმით, კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების ყველა იმედი ამოწურულია, ვინაიდან მშვიდობიანი გზით დარეგულირება კომპრომისს უნდა ეფუძნებოდეს, რაზეც აზერბაიჯანს განსხვავებული პოზიცია აქვს.
„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყარაბაღის საკითხი, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, კიდევ დიდხანს არ მოგვარდება დიპლომატიური გზით. ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ მზად ვართ ამ საკითხის ურთიერთკომპრომისის გზით მოგვარებისთვის. ორმხრივი კომპრომისი ნიშნავს, რომ არსებული თამასა სადღაც უნდა დავწიოთ მოგვარების მიზნით, თუმცა იგივე უნდა გააკეთოს ოპონენტმაც. ის, რასაც ჩვენ ვეთნხმებით, მას არ ეთანხმება აზერბაიჯანი. ეს აჩვენებს, რომ რაიმე დიპლომატიურ მოგვარებაზე საუბარი საერთოდ უაზრობაა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე“, – აცხადებს ფაშინიანი.