Accentnews.ge
ტიკარაძე აცხადებს, რომ სპორტის სასახლის შენობაში საველე ჰოსპიტლის განთავსება ამ ეტაპზე არ განიხილება

ტიკარაძე აცხადებს, რომ სპორტის სასახლის შენობაში საველე ჰოსპიტლის განთავსება ამ ეტაპზე არ განიხილება

21/10/2020 07:57:05 საზოგადოება

სპორტის სასახლის შენობაში საველე ჰოსპიტლის განთავსება ამ ეტაპზე არ განიხილება,- ასე უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას განიხილება თუ არა სამომავლოდ საველე ჰოსპიტლების განთავსება, მათ შორის სპორტის სასახლეში.

„არ განიხილება ეს ინფორმაცია, თუმცა ამის მსურველი ძალიან ბევრია, მაგრამ პაციენტების კომფორტიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენ ვიცით, ჩვენი მოსახლეობის განსაკუთრებული მიდგომა კომფორტთან მიმართებაში, ამ ინფორმაციას ჩვენ ამ ეტაპზე არ განვიხილავთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსის 11 303 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათგან მძიმეა 372 პაციენტის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთვის აპარატზე იმყოფება 78 პირი. 6 542 პირი ბინაზე გადის მკურნალობას.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 337 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 21 208 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 172 პაციენტი გარდაივალა, ხოლო 9 003 პირი გამოჯანმრთელდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 24 საათის განმავლობაში 1 351 ახალი შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 6 582 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2 895, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში – 1420, 21 000–ზე მეტი მოქალაქე თვითიზოლაციაშია.

იხილეთ ასევე: გამყრელიძე ამბობს, რომ COVID-19–ის ახალი შემთხვევების შემცირება უახლოესი ოთხი კვირის განმავლობაში ვერ მოხდება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S