Accentnews.ge
გამყრელიძე ამბობს, რომ COVID-19–ის ახალი შემთხვევების შემცირება უახლოესი ოთხი კვირის განმავლობაში ვერ მოხდება

გამყრელიძე ამბობს, რომ COVID-19–ის ახალი შემთხვევების შემცირება უახლოესი ოთხი კვირის განმავლობაში ვერ მოხდება

21/10/2020 07:50:03 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის პროგნოზით, უახლოესი ოთხი კვირის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის ახალი შემთხვევების შემცირება ვერ მოხდება.

ამასთან, ის მოქალაქეებს ურჩევს, პანიკას არ მიეცნენ, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და შესაბამისად იმოქმედონ, მათ შორის სიმპტომების გამოვლენისას.

„შემთხვევების ზრდა იქნება. შემთხვევების შემცირება უახლოესი 2–3–4 კვირის განმავლობაში ვერ მოხდება. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს ახალი შემთხვევები შესაბამისად იყოს მართული: ვისაც სჭირდება სტაციონარული მკურნალობა, იყოს სტაციონარში, დანარენები – ბინაზე. სტატისტიკით, შემთხვევების 85–87%–მდე მსუბუქად და უსიმპტომოდ მიმდინარეა.

დღეს მთავარი აქცენტი კეთდება ამბოლატორიულ მკურნალობაზე: ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც გვაქვს ტემპერატურა, სუნთვის გაძნელება, ხველა, ყნოსვის, გემოს დაკარგვა შეიძლება, დიარეაც, აუილებელია, დაუკავშირდეთ ექიმს“,– განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსის 11 303 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათგან მძიმეა 372 პაციენტის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთვის აპარატზე იმყოფება 78 პირი. 6 542 პირი ბინაზე გადის მკურნალობას.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 337 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 21 208 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 172 პაციენტი გარდაივალა, ხოლო 9 003 პირი გამოჯანმრთელდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 24 საათის განმავლობაში 1 351 ახალი შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 6 582 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2 895, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში – 1420, 21 000–ზე მეტი მოქალაქე თვითიზოლაციაშია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S