რომელი მიმართულებებით აღდგება რეგულარული ავიამიმოსვლა ნოემბრიდან
20/10/2020 07:55:21 ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ცნობით, ნოემბრიდან რეგულარული ავიამიმოსვლა 9 მიმართულებით აღდგება. კერძოდ, ფრენები აღდგება ამსტერდამის, ვენის, ვარშავის, ათენის, ვილნიუსის, დორტმუნდის, კატოვიცესა და მილანის მიმართულებით.
მისი თქმით, კონკრეტულად რომელ რიცხვში აღდგება კონკრეტულ მიმართულებაზე ფრენა და რა სიხშირით იქნება, ეს ავიაკომპანიებზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება სამ მიმართულებს, პარიზს, მიუნხენსა და რიგას, სადაც მიმოსვლა უკვე აღდგენილია, თურნავას განმარტებით, ავიაკომპანიები შეძლებენ სიხშირეების გაზრდას.


