Accentnews.ge
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვები შესაძლოა, ისევ დაწესდეს

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვები შესაძლოა, ისევ დაწესდეს

20/10/2020 07:31:19 საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვები ისევ დაწესდეს.

როგორც მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეზღუდვები წერტილოვნად დაწესდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება.

ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, პირბადის არგაკეთებაზე ან ტარების წესის დარღვევაზე ზომები გამკაცრდეს.

„გადაადგილების ნაწილში ბათუმში გვქონდა შეზღუდვები, რომელიც მოვხსენით - შიდა საქალაქთაშორისო გადაადგილებას ვგულისხმობ. თუ საჭიროება კიდევ იქნება, ამაზე საბჭო იმსჯელებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და წერტილოვნად ამ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, რადგან ამას ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს.

„გთხოვთ კიდევ ერთხელ, მოვითხოვთ, მოგიწოდებთ, არ ვიცი, გემუდარებით, რაც გინდათ ის დავარქვათ ამას, წესები დავიცვათ მაქსიმალურად. ეკონომიკის აღდგენის მიზანი გვამოძრავებს მართვისა და ადაპტაციის პროცესში და ეს მიზანი მიიღწევა ორი გზით, ამაზე ეპიდემიოლოგებმაც ისაუბრეს - ან ქვეყანა სრულად უნდა ჩავკეტოთ, ან უნდა დავიცვათ წესები. საუბარია ელემენტარული წესების დაცვაზე, ამიტომ გთხოვთ, ეს წესები შევასრულოთ იმისთვის, რომ არ დავდგეთ სხვა რეალობის წინაშე,“- განაცხადა მეზვრიშვილმა.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 328 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 19 857 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 158 პაციენტი გარდაივალა, ხოლო 8 666 პირი გამოჯანმრთელდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 24 საათის განმავლობაში 1 194 ახალი შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 6 407 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2 862, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში – 1420.

იხილეთ ასევე: როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S