როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით
20/10/2020 07:26:45 საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისში დადასტურდა. კერძოდ, რეგიონების მიხედვით კორონავირუსული ინფექციის ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისი – 425
იმერეთი – 372
აჭარა– 193
შიდა ქართლი – 64
ქვემო ქართლი– 53
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 27
გურია – 21
მცხეთა-მთიანეთი – 18
რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9
სამცხე-ჯავახეთი – 9
კახეთი – 3.
მთავრობის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით 341 პაციენტის მდგომაროება მძიმეა, მათგან 75 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 328 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 19 857 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 158 პაციენტი გარდაივალა, ხოლო 8 666 პირი გამოჯანმრთელდა.
უნდა აღინიშნოს, რომ 24 საათის განმავლობაში 1 194 ახალი შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 6 407 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2 862, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში – 1420.


