Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ს კიდევ 15 პაციენტი ემსხვერპლა

საქართველოში COVID-19–ს კიდევ 15 პაციენტი ემსხვერპლა

20/10/2020 07:14:25 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსული ინფექციით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა და 158–მდე გაიზარდა პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში COVID-19–ის მსხვერპლთა რაოდენობა.

გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია. აღნიშნული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ–გვერდზეა განთავსებული, ინფექციურ საავადმყოფოში კი დილის ტრადიციული ბრიფინგები დღეიდან აღარ გაიმართება. ამრიგად, ინფორმაციას საზოგადოებას სავარაუდოდ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მიაწვდის მთავრობა.

ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 328 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 19 857 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 8 666 პირი გამოჯანმრთელდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 24 საათის განმავლობაში 1 194 ახალი შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 6 407 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2 862, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში – 1420.

განახლება

გასული დღე–ღამის განმავლობაში COVID-19–ით გარდაცვლილთა შორის 40 წლის პაციენტიც იყო

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S