Accentnews.ge
გასული დღე–ღამის განმავლობაში COVID-19–ით გარდაცვლილთა შორის 40 წლის პაციენტიც იყო

გასული დღე–ღამის განმავლობაში COVID-19–ით გარდაცვლილთა შორის 40 წლის პაციენტიც იყო

20/10/2020 07:51:41 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილ 15 პაციენტს შორის 40 წლის პაციენტიც იყო. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მიაწოდა.

„სამწუხაროდ, ერთი შედარებით ახალგაზრდა – 40 წლის არის. დანარჩენები 60 წელს ზემოთ“,– აღნიშნა გამყრელიძემ.

რაც შეეხება დეტალებს, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეს განხილვას საჭიროებს.

გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა აჭარასა და თბილისში.

ცნობისთვის: ერთ დღეში 15 გარდაცვალების ფაქტი საქართველოსთვის ანტირეკორდია. ანტირეკორდი დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევების თვალსაზრისითაც: გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 328 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 19 857 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 158 პაციენტი გარდაივალა, ხოლო 8 666 პირი გამოჯანმრთელდა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 6 407 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2 862, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში – 1420.

განახლება

40 წლის ქალი ბათუმის სამედიცინო ცენტრში შეყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

გარდაცვლილ ქალს კორონავირუსით გამოწვეული პრობლემები ჰქონდა, მათ შორის ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გარდა ამისა, მას ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი და თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S