Accentnews.ge
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

19/10/2020 08:25:39 მსოფლიო

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19–ით 179 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა დაავადებით ინფიცირების 15 982 ახალი შემთხვევა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსს 24 366 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 1 415 316 შემთხვევა.

კორონავირუსის მეორე ტალღა რუსეთში სექტემბერში დაიწყო. თვის განმავლობაში ახალი პაციენტების დღიური რაოდენობა 5-დან 10 ათასამდე გაიზარდა, ოქტომბრის პირველი ორი კვირის განმავლობაში ზრდა განაგრძო და ახლა უკვე 15 ათასს ასცდა.

14 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობის წევრებს მეორე რუსული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის რეგისტრაციის შესახებ განუცხადა.

მისი მტკიცებით, ვაქცინა სახელწოდებით “ეპივაქკორონა” ნოვოსიბირსკის ცენტრმა “ვექტორმა” დაარეგისტრირა.

ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს მომავალში ელიან მესამე ვაქცინის დარეგისტრირებასაც – ამჯერად მეცნიერებათა აკადემიის იმუნობიოლოგიური პრეპარატების შემუშავებისა და კვლევის ცენტრის ავტორობით.

პირველი რუსული ვაქცინის შექმნის შესახებ ქვეყანას ასევე პრეზიდენტმა პუტინმა აცნობა. თუმცა არც ერთი სერიოზული მეცნიერი მსოფლიოში მას არ ენდობა. მკვლევარები მიუთითებენ სერიოზულ კითხვებზე ამ ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსი გამომგონებლების მიერ ვაქცინის გამოცდის III – გადამწყვეტი მნიშვნელობის მესამე ფაზის სრულად გამოტოვება და გამოსაცდელთა მერისმეტად მცირე რაოდენობაა.

იხილეთ ასევე: კითხვები რუსული ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 118 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 287 000–ზე მეტი ადამიანი, 30 122 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S