Accentnews.ge
ლავროვი ზურაბიშვილს „ანტირუსული განწყობის“ გაღვივებაში ადანაშაულებს

ლავროვი ზურაბიშვილს „ანტირუსული განწყობის“ გაღვივებაში ადანაშაულებს

26/06/2019 05:47:33 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „ანტირუსული განწყობის“ გაღვივებაში ადანაშაულებს. 

„საქართველოს პრეზიდენტი რუსეთს მტერს და ოკუპანტს ეძახის, ეს მკაფიო ანტირუსული პოლიტიკაა“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან მან კომენტარი გააკეთა საქართველოში რუსი ტურისტების უსაფრთხოების საკითხზე და აღნიშნა, რომ  "საქართველო რუს დეპუტატებსაც ისევე ჰპირდებოდა უსაფრთხოებას, როგორც ახლა რუს ტურისტებს".

„ჩვენ გვესმის, როგორ ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომ ყველა ჩვენი სტუმარი უსაფრთხოდაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბატონი გავრილოვი და მისი დელეგაციის წევრებიც სტუმრები გახლდნენ და ისინი უსაფრთხოდ არ იყვნენ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისივე თქმით, „რუსეთის დელეგაცია საქართველოში მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე იყო ჩასული, რომლის თბილისში გამართვაც საქართველოს დიდი ხანია, სურდა“.

„ყველაფერი დანარჩენი, მათ შორის, ასამბლეის სხდომის გამართვის ადგილი, ასევე ასამბლეის თავმჯდომარე გავრილოვის განთავსება იმპროვიზებული არ ყოფილა. ეს ორგანიზატორებმა, ანუ საქართველოს პარლამენტმა გააკეთა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოთავსებასა და საპარლამენტთაშორისი ასამბლეის რუსულ ენაზე წაყვანას ქვეყანაში სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტმა და სხვა რუსმა მაღალჩინოსნებმა პროტესტი "რუსოფობიად" შეაფასეს. ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთი 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენას წყვეტს, ამასთან, პუტინმა მთავრობას დაავალა, საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები უკან დააბრუნოს. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S