Accentnews.ge
თბილისის ნაწილს 26–27 ივნისს წყალმომარაგება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს 26–27 ივნისს წყალმომარაგება შეეზღუდება

26/06/2019 04:31:27 სხვა, საზოგადოება

თბილისის რამდენიმე ქუჩას წყლის კიწოდება შეეზღუდება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, სამგორის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც, 22:00-დან 27 ივნისის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება სამგორის რაიონში:

ვარკეთილის 3-ის მე-4მ/ რაიონის N401, 402, 403, 404, 405, 406, 406ა,407, 408, 409, 410 კორპუსებს. წყლის მიწოდება შეიზღუდება ვაკის რაიონშიც. კომპანია წყნეთში, ფიროსმანის ქ. N 25-თან, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, 11:00 სთ-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება წყნეთში: ფიროსმანის, გოგებაშვილის, წყნეთის, ალუბლების, 26 მაისის, ვ.ფშაველას, გ.ტაბიძის, გრიშაშვილის, ე.თაყაიშვილის, არსენას, ი.ჭავჭავაძის, დ.თავდადებულის, ლ.ასათიანის, რობაქიძის ქუჩებს, რუსთაველის ქ. 5,6 ჩიხებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S