Accentnews.ge
შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

17/10/2020 10:00:01 რეგიონები, რეკლამა

შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება. შპს „საქართველოს მელიორაცია“ ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

სამუშაოები ითვალისწინებს წყალგამანაწილებელი არხების ჯამში 18 კმ-იანი მონაკვეთის წმენდას, რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობას.

ჩატარებული სამუშაოები შედეგად სოფელ ნადარბაზევის, შავშვების, ხურვალეთის, ნიგოზასა და ზემო რენეს 1300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეომიწის ფართობი მოირწყვება.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 3 287 777 მლნ ლარია მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გორის მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S