
რუსთაველზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა გახარიას SMS–ები მასობრივად დაუგზავნეს
25/06/2019 19:42:23 სხვა, საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა შს მინისტრ გიორგ გახარიას მოკლეტექსტური შეტყობნება "წადი!!!" მასობრივად დაუგზავნეს. შს მინისტრის პირადი საკონტაქტო ნომერი დემონსტრანტებს უფლებადამცველმა გიორგი მშვენიერაძემ გაანდო.
"როგორც ჩანს, ჩვენი ხმა არ ესმის შს მინისტრს და თუ გნდათ, რომ გაიგოს, გთავაზობთ, აკრიფოთ შეტყობინება "წადი!!!" და გააგზავნოთ ნომერზე 596 ******",– მიმართა დემონსტრანტებს მშვენიერაძემ.
აქციის მონაწილეებმა შესაძლებლობა გამოიყენეს და ამ ფორმით კიდევ ერთხელ შეატყობინეს მინისტრს საკუთარი მოთხოვნა, რომ პასუხსიმგებლობას აკირებენ 20–21 ივნისის ღამის მოვლენებზე, რომელსაც "გავრილოვის ღამე" დაარქვეს და უნდა გადადგეს.
ამ დროისთვის აქცია დასრულებულია, თუმცა ის ხვალ 19:00 საათზე ისევ განახლდება.