
სადგურის მოედანზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
25/06/2019 18:59:40 სხვა, სამართალი
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობუსი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, სატრანსპორტო საშუალება აფეთქდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და დაძავებულები არ არიან.
ხანძრის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.