
ერთ–ერთი მოშიმშილე დემონსტრანტი საავადმყოფოში გადაიყვანეს
25/06/2019 18:54:50 სხვა, საზოგადოება
პარლამენტის შენობის წინ ერთ-ერთ მოშიმშილე ახალგაზრდას, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის დახმარება დასჭირდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ წუთებში, პარლამენტის წინ შეკრებილებს სიტყვით გამომსვლელები კვლავ მიმართავენ.
შეგახსენებთ, რომ ექვსმა ახალგაზრდამ შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის აქცია სამი დღის წინ დაიწყო. აღნიშნულის საპასიხოდ აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ შს მინისტრს მიმართა: "გახარია დღეს რა მიირთვი? ააქ ხალხი შიმშილობს!"