Accentnews.ge
"ქართული მარში"  ნიკა მელიას საარჩევნო შტაბთან აქციას მართავს

"ქართული მარში" ნიკა მელიას საარჩევნო შტაბთან აქციას მართავს

15/10/2020 16:56:48 საშინაო პოლიტიკა

"ქართული მარშის" წევრები "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, გლდანის ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა მელიას საარჩევნო შტაბთან აქციას მართავენ.

"ქართული მარშის" წარმომადგენელი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი აქციაზე ნიკა მელიასთან პირისპირ დებატებს ითხოვს.

"ნიკა მელია, მობრძანდი ერთი ერთზე, ტელევიზიების თანდასწრებით ვუთხრათ ქართველ ერს, ვინ ვინ არის. მინდა პასუხი ერთ რამეზე, ყველაზე მეტად რა გაინტერესებს, იყო მაგ პოლიტიკური ძალის, მოძალადე ძალის ლიდერი, დაემსგავსო პავლიკ მოროზოვს, თუ შენთვის გარეჯი საქართველოა. ამ პასუხს შენგან მოვითხოვთ“, – აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.

კითხვაზე, თუ რას აპირებენ იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია მათთან არ მივა, შიხიაშვილი აცხადებს: "ნახავთ რასაც ვიზამთ".

როგორც შიხიაშვილი აცხადებს, ორშაბათიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, დაიწყება პიკეტირება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ანასხლეტების".

აქციის მონაწილეებმა ნიკა მელიასა და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტოები დაწვეს. პოლიციამ „მარშის“ წევრებს მელიას ოფისთან მიახლოების საშუალება არ მისცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S