Accentnews.ge
მარგველაშვილი პარლამენტთან მივიდა: კობახიძე, რაზ, გახარია, დვა"

მარგველაშვილი პარლამენტთან მივიდა: კობახიძე, რაზ, გახარია, დვა"

25/06/2019 18:03:19 სხვა, საზოგადოება

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთაველზე მიმდინარე აქციას შეუერთდა, დემონსტრანტებს სოლიდარობა გამოუცხადა და სიტყვით მიმართა:

"ძალიან მეამაყებით, ძალიან მეამაყება დღევანდელი საქართველო, ეს მოედანი, სადაც ახალი საქართველოს ისტორია იწერება და ეს ისტორია იწერება ყველაზე ამაყი ფრაზით– ჩენ, საქართველოს მოქალაქენი...და ეს ისროტია ძალიან კარგი იქნება. მტკივნებულია, რომ ეს ისტორია სისხლით იწერება. ერთი ჩემი მეგობარი ამბობდა, თავისუფლების ხე დროდარო უნდა იყოს მორწყული პატრიოტთა სისხლით და ეს სისხლი აქ დაიღვარა. ეს სისხლია საწინდარი, რომ თქვენ იქნებით გაერთიანებული. ჩვენმა თაობამ ეს 30 წლის წინ ძალიან მტკივნეულად გააკეთა. მაშინაც დაიღავარა სისხლი და ამ სისხლმა უდიდესი იმპერია დაანგრია...მჯერა, რომ მომავალი ძალიან ნათელი და წმინდა იქნება. იმ ხალხს, ვინც სამწუხაროდ თქვენ დაგიპირისპირდათ, ძალიან სუსტი ხრიკები აქვთ თქვენს წინააღმდეგ. მმართველ გუნდს დღეს რაღაცნაირი გარემო დარჩა – ბოტები, ვაჭეობა, რომელიც ვერ შედგება, რადგა სიმართლე და ძალა აქააა". 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, წინა თაობის მიერ დაშვებული შეცდომები არ იქნეს განმეორებული, რაც დაპირისპირებასა და არასტაბლურობაში გამოიხატებდა:

აქ მე სიმტკიცე დავინახე და ამას მომავალში დიდი გამარჯვება ექნება. ამიტომ, მინდა მოგმართოთ, კობახიძე, რაზ, გახარია, ეტა დვა".

ამასთან, მეოთხე პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, დააკვირდნენ საქართველოი მიმდინარე მოვლენებს და მიიღებენ პასუხებს:  

"მივმართავ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ხშირად გულდაწყვეტილები არიან, როდესაც ამბობენ, რომ რუსეთი იგებს იდეოლოგიურ ბრძოლას, საქართველოში კი არა, მათ ქვეყნებში. თავიდანვე ვეუბნებოდი მათ, რომ ცივი ომი ჩვენ აქ ვიომეთ, ცხლად, რუსის ბეტეერებს ვეომეთ ცხლად ამ ადგილას. მაშინ ჩვენი სისხლი დაიღვარა და მათ გამარჯვებებში ჩვენი ძალაც იყო და ჩვენი წარმატებაც. დღეს მათვე მინდა ვუთხრა, რომ მოვიდნენ და დააკვირდნენ ახალ საქართველოს, რათა იპოვონ აქ პასუხები იმაზე, როგორ უნდა ებრძოლონ რუსეთის რბილ ძალას - აქ, ქართველმა ხალხმა მათ კიდევ ერთი ბრძოლის შედეგად აჩვენა, რომ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს. ნახონ და ისწავლონ, როგორ შეგვიძლია ჩვენ ჩვენი სიამაყისა და ჩვენი ეროვნულობის დაცვა! ძალიან მიყვარხართ, მეამაყებით, თქვენთან ერთად ვარ და თქვენთან ერთად ვიდგები გამარჯვებამდე!“". 

 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S