
ევროკავშირმა ნავალნის მოწამლვის გამო რამდენიმე რუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა
15/10/2020 11:03:59 მსოფლიო
ევროკავშირმა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამლვის გამო ექვს რუს მაღალჩინოსანს და ერთ კვლევით ორგანიზაციას სანქციები დაუწესა.
სანქცირებული რუსი მაღალჩინოსნები არიან:
- უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი;
- რუსეთის პრეზიდენტის შიდა პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრეი იარინი;
- პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო;
- თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსეი კრივორუჩკო;
- თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაველ პოპოვი;
- პრეზიდენტის წარმომადგენელი ციმბირის ოლქში სერგეი მენიალო;
ამასთან, სასანქციო სიაში მოხვდა: ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კვლევითი ორგანიზაცია.
ევროკავშირის გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა. სიაში შეყვანილ პირებს ეზღუდებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება. სანქციების საფუძველზე მოხდება ხსენებული პირების აქტივების გაყინვაც.
მოსკოვი ნავალნის მოწამლვის საქმესთან რაიმე კავშირს ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს.