Accentnews.ge
5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში სექტემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში სექტემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

15/10/2020 07:49:36 ეკონომიკა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 192.7 მლნ აშშ დოლარი (611.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 28.7%–ით, ანუ 43.0 მლნ აშშ დოლარით მეტია 2019 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.7% იმ 19 უმსხვილეს ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.6 % მოდიოდა.

გზავნილების მოცულობით კვლავ რუსეთი ლიდერობს. ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი – 35,13 მლნ აშშ დოლარი მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში სწორედ რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე, 29,21 მლნ აშშ დოლარით იტალიაა, შემდეგ მოდის აშშ – 22,65 მლნ აშშ დოლარით, მეოთხე ადგილზე 21,45 მლნ აშშ დოლარით საბერძნეთია, ხოლო მეხუთეზე ისრაელი – 13,98 მლნ აშშ დოლარით.

ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.1 მლნ აშშ დოლარი (79.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22.4%–ით მეტია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S