ენდელაძე: „უკვე ქუჩაშიც უნდა ვიაროთ პირბადით“
15/10/2020 07:16:43 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მოქალაქეებს მოუწოდებს, პირბადე არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც ატარონ.
„უკვე ქუჩაშიც უნდა ვიაროთ პირბადით, რადგან შესაძლოა, ახლო კონტაქტი მოგვიწიოს [COVID-19–ით ინფიცირებულთან]. ამიტომ, რეგულაციების სერიოზულად დაცვა აუცილებელია“,– განაცხადა ენდელაძემ დილის ტრადიციულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა ამ ეტაპზე პაციენტების მატებას უმკლავდება:
„ჯერ–ჯერობით რესურსი არის და ალბათ, იქნება, რომ ამ ინფექციას გავუმკლავდეთ“.
ცნობისთვის: საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 პირი, ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 14440 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 367 გამოჯანმრთელდა, 113 პაციენტი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 7 073 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
იხილეთ ასევე: როგორ ნაწილდება COVID-19–ის 919 ახალი შემთხვევა საქართველოს რეგიონების მიხედვით


