Accentnews.ge
როგორ ნაწილდება COVID-19–ის 919 ახალი შემთხვევა საქართველოს რეგიონების მიხედვით

როგორ ნაწილდება COVID-19–ის 919 ახალი შემთხვევა საქართველოს რეგიონების მიხედვით

15/10/2020 07:07:38 საზოგადოება

თბილისში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის მოროგი რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის მონაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევები რეგიონების მასშტაბით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 366
  • აჭარა – 286
  • იმერეთი – 104
  • სამეგრელო–ზემო სვანეთი – 57
  • ქვემო ქართლი – 44
  • შიდა ქართლი – 21
  • კახეთი – 13
  • გურია – 13
  • მცხეთა––მთიანეთი – 11
  • სამცხე–ჯავახეთი – 3
  • რაჭა–ლეხუმ–ქვემო სვანეთი –1

ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 7 073 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ცნობისთვის: საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 პირი, ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 14440 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 367 გამოჯანმრთელდა, 113 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 792 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 ადამიანი, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 042.

22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S