
პარლამენტთან სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო
25/06/2019 17:21:53 სხვა, საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტებმა აქცია განაახლეს, ამასთან შს მინისტრის გადადგმის მოთხოვნით ექვსი ახალგაზრდა მესამე დღეა, შიმშილობს, ორი მათგანი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოძახეს. ექიმები მათ მსგმარეობას აფასებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას სამედიციბ=ნო დახმარების ადგილზე აღმოჩენის, ან კლინიკაში გადაყვანის თაობაზე,
რუსთაველზე აქცია გრძელდება. დემონსტრანტების განცხადებით, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციები გაგრძელდება. მოთხოვნები კი უცვლელია: გადადგეს შს მინისტრი, გათავისუფლდნენ 20–21 ივნისს დაკავებული დემონსტრანტები, არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.