Accentnews.ge
ნავალნი გერმანიაში მკურნალობის ხარჯებსა და ამ ხარჯების გამღებთა ვინაობას ასაჯაროებს

ნავალნი გერმანიაში მკურნალობის ხარჯებსა და ამ ხარჯების გამღებთა ვინაობას ასაჯაროებს

14/10/2020 16:31:57 მსოფლიო

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გერმანიაში მკურნალობის ხარჯებსა და ამ ხარჯების გამღებთა ვინაობას ასაჯაროებს.

ნავალნის ინფორმაციით, ამ დრომდე გერმანიაში მისი მკურნალობა 49,9 ათასი ევრო დაჯდა და ეს თანხა ბიზნესმენმა ევგენი ჩიჩვარკინმა, ეკონომისტმა სერგეი ალექსაშენკომ და IT-სპეციალისტმა რომან ივანოვმა გაიღეს.

გერმანულ კლინიკა Charité-ში იგი კერძო რეისით ბიზნესმენ ბორის ზემინის ხარჯებით გადაიყვანეს. პოლიტიკოსის თქმით, ფრენა 79 ათასი ევრო დაჯდა.

"რა დაჯდება შემდგომი აქ ყოფნა და მკურნალობა – ჯერ გაურკვეველია, რადგან დაუდგენელია, რა ვადა დასჭირდება აღდგენას. გუშინ ტესტების ახალი წყება ჩავიტარე და თქვეს, რომ ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ხარჯების თავის თავზე აღებას კვლავ ევგენი ჩიჩვარკინი აპირებს", – წერს ნავალნი.

იხილეთ ასევე: ნავალნი: «არდაბრუნება პუტინის გამარჯვების ნიშანი იქნებოდა»

20 აგვისტოს, გზად ტომსკიდან მოსკოვისკენ “კორუფციასთან ბრძოლის ფონდის” დამფუძნებელმა ნავალნიმ შეუძლოდ იგრძნო თავი. თვითმფრინავი ომსკში დასვეს და ოპოზიციონერი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის კომაში ჩავარდა.22 აგვისტოს, ოჯახისა და თანამოაზრეების დაჟინებული მოთხოვნით ნავალნი ბერლინის კლინიკა “შარიტეში” გადაიყვანეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 19 სექტემბერს გაწერეს, თუმცა ის ამ დრომდე გერმანიაში რჩება. გაწერის შემდეგ ნავალნიმ რამდენიმე ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური მოღვაწეობის გასაგრძელებლად სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს.6 ოქტომბერს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიური ნივთიერებით იყო მოწამლული. მანამდე გერმანიის, საფრანგეთისა და შვედეთის სამმა ლაბორატორიამ ანალოგიური დასკვნა გამოიტანა.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამლვის გამო რუსეთის მიმართ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ ფინეთის მთავარმა დიპლომატმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა."სანქციების თაობაზე საფრანგეთისა და გერმანიის წინადადების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა გამოიხატა. მომზადებით ევროკავშირის სამუშაო ჯგუფები დაკავდებიან. საუბარია ინდივიდუალურ სანქციებზე” – განმარტა ჰაავისტომ.

გასულ კვირას საფრანგეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ ევროპელ პარტნიორებს წარუდგენდნენ თავის წინადადებებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების თაობაზე. ორივე ქვეყანა თვლის, რომ მას შემდეგ, რაც ქიმიური იარაღის აკრძავის ორგანიზაციამ ნავალნის ორგანიზმში “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიური ნივთიერების არსებობა დაადასტურა, მოსკოვს მომხდარის “დამაჯერებელი განმარტებები” არ წარმოუდგენია.

მათ მიერ მომზადებულ სასანქციო სიაში აღმოჩნდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ქვეყნის უშიშროების სტრუქტურების 9 წარმომადგენელი, - წერდა ფრანგული გამოცემა “Le Monde”. მისივე მონაცემებით, სიაში შეიყვანეს ასევე რუსეთის ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ГосНИИОХТ), რომელიც საბჭოთა ეპოქაში “ნოვიჩოკის” შემმუშავებლად ითვლება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S