Accentnews.ge
„კარტოგრაფების საქმე“: ეპისკოპოსი მელქისედეკი მელაშვილსა და ილიჩოვას ბოდიშს უხდის

„კარტოგრაფების საქმე“: ეპისკოპოსი მელქისედეკი მელაშვილსა და ილიჩოვას ბოდიშს უხდის

14/10/2020 09:57:34 საზოგადოება

მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი მელქისედეკი აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილ წევრებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბოდიშს უხდის.

"სამწუხაროდ, მე, როგორც წმინდა სინოდის წევრმა, არაფერი არ ვიცი, რა ხდება დავით–გარეჯასთან დაკავშირებით, მაგრამ რასაც ტელევიზიით ვუყურებ და ვადევნებ თვალს, ვერ გავიგე, რაში ადანაშაულებენ ამ ორ ადამიანს. როცა მოვისმინე ამ ორი ადამიანის დამოკიდებულება, როდესაც თქვეს, „ველოდებით, გაიხსნება კარი და ბოდიშს მოგვიხდიანო“, მე მართლა ბოდიშს ვუხდი ამ ორ ადამიანს ასეთი დამოკიდებულების გამო, მე ვერ გავერკვიე რა ხდება", - განაცხადა მელქისედეკმა.

მეუფეს თქმით, მისთვის მიუღებელია, როდესაც წმინდა სინოდის წევრმა არ იცის რა ხდება გარეჯასთან დაკავშირებით, თემაზე კი საქართველოს ეკლესიის რიგითი მღვდელი საუბრობს.

კიდევ ერთი სასულიერო პირი – ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ პირადად მისთვის მიუღებელია "ჟურნალისტების მხრიდან" დაკავებული კარტოგრაფების ღალატში, თუმცა დადანაშაულება, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელი მედიასაშუალება ჰყავს მხედველობაში.

"როდესაც ადამიანი პატიმრობაშია, ეს ნიშნავს, რომ ლაპარაკია კრიმინალურ დანაშაულზე. უნდა გავყოთ კრიმინალური და ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება. თქვენ, ჟურნალისტებს არავითარი წვდომა ნამდვილ ინფორმაციაზე არ შეიძლება, გქონდეთ. მე ვამბობ, რომ ინფორმაცია, რომელსაც ფლობს საგამოძიებო, ეს ვერ იქნება საჯარო. როდესაც ადამიანს სახელმწიფო ღალატში სდებთ ბრალს სახელმწიფო ღალატში, ეს სრულებით გაუმართლებლად მიმაჩნია. პროკურატურას, რა თქმა უნდა, გამოვუცხადებ ნდობას, მაგრამ მათგან ვერ გვექნება ინფორმაცია, სანამ ძიება არ დასრულდება", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

ვაკის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი შალვა კეკელია კი ამბობს, რომ როგორც რუსეთია მტერი, ისევეა ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მიწევს გვართმევს.

"ადამიანები ამბობენ, რომ არ უნდათ, აზერბაიჯანთან ურთიერთობები გავიფუჭოთ და მზად ვართ, ტერიტორიები დავთმოთ. ჩემთვის ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩემს მიწას ისაკუთრებს და ეხება, არის მტერი. დავით გარეჯში 6 000 გარეჯელი ბერი მოღვაწეობდა, ეწამა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ტერიტორიაა. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი ან ტელევიზია რომ გამოდის და ამბობენ, არ გვინდა ურთიერთობის დაძაბვაო - ჩემთვის პირადად, თუნდაც დაიძაბოს ურთიერთობა იმ მიწებთან დაკავშირებით: თუ რუსეთია ჩემთვის მტერი, ასევე ნებისმიერი ქვეყანა ჩემთვის არის მტერი, ვინც ჩვენ მიწას გვართმევს". - თქვა დეკანოზმა შალვა კეკელიამ სვეტიცხოველში.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".

თავად დაკავებულები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.

რაც შეეხება ბრალდების საფუძველს - პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 500 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან".

თავად ბრალდებულმა განაცხადა, რომ რუქას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა.

იხილეთ ასევე: მეუფე ვახტანგი – „კარტოგრაფების საქმეზე“: „არ შეიძლება, ხალხი ვიღაცეების მითითებებით გავწიროთ“

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S