Accentnews.ge
"ყველა ოპოზიციონერი რომ დაიჭირონ, პროტესტი მაინც გაგრძელდება"

"ყველა ოპოზიციონერი რომ დაიჭირონ, პროტესტი მაინც გაგრძელდება"

25/06/2019 16:27:36 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

„ევროპული საქართველოს“ წევრის გივი თარგამაძის განცხადებით, ხელისუფლების მისანი გასაგებია, თუმცა ყველა ოპოზიციონერიც რომ დაიჭირონ, პროტესტი მაინც გაგრძელდება.

„მინდა, ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ყველაფერს ვხედავთ, სწორად ვაფასებთ და გვესმის მათი მიზანი, რომ როგორმე გადაიყვანონ ეს ყველაფერი ისევ იმ ჭრილში, ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის დაპირისპირებით გადაფარონ, ეს საღი, მტკიცე, მოწესრიგებული პროტესტი საზოგადოების. აქედან გამომდინარე, ახლავე შეგვიძლია,  ვუთხრათ, ყველა რომ დაგვიჭიროთ, პრობლემა არ არის, ეს აქციები გაგრძელდება და ეს პროტესტი გაგრძელდება, აი ამ სახით, ვსაუბრობ კანონიერ პროტესტზე. ამ ხალხისთვის აქვთ პასუხი გასაცემი, ეს ხალხი თავის მიზანს მიაღწევს“, – განაცხადა გივი თარგმაძემ.


მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აუცილებლად გადადგება.

„გახარია გადადგება და ვინც გასათავისუფლებელია, გათავისუფლდება. ყველაფერი მოვა იმ არჩევნებამდე, რომელიც გამარჯვების პირობებში ჩატარდება პროპორციული სახით და ეს ხელისუფლება აღარ ეყოლება ამ ქვეყანას“, – აღნიშნა თარგამაძემ.

კითხვაზე, რამდენად კონსტიტუციური იყო ნიკა მელიას მოწოდებები აქციაზე, თარგამაძე ამბობს, რომ ახლა ამაზე საუბარი არასერიოზულია.

„ამაზე საუბარიც ახლა არასერიოზულია. წინა ორი კვირა ჩვენ ვხედავდით ვასაძეებს კომბლებით და ა.შ, ასევე მოწოდებებს დარბევებზე და ფიზიკურ ზემოქმედებაზე. ეს ხალხი საერთოდ არ დაუბარებიათ გამოკითხვაზე და რაზე ვსაუბრობთ, ერთი მოწოდება შეიძლება ასე აღვიქვათ და მეორე არა, რადგან ის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია?“,  – აცხადებს გივი თარგამაძე.

ცნობისთვის: გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S