Accentnews.ge
რუსთაველზე აქცია განახლდა:"აღარ გაგივათ"

რუსთაველზე აქცია განახლდა:"აღარ გაგივათ"

25/06/2019 16:06:28 სხვა, საზოგადოება

პარლამენტის წინ დემონსტრანტები ისევ იკრიბებიან. ამ წუთებში აქცია განახლებულია, მოთხოვნები კი უცვლელი: გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, გათავსიუფლდნენ აქციის დაშლისას დაკავებულები და არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.  

"რაც მეტხანს ვიდგებით აქ, მით უფრო დეგრადირდებით მორალურად [ხელისუფლება], სულელურ არგუმენტებს იტყვით, რომ თურმე ყლეტვაში 14 ადამიანი დაზიანდა, თორებ ჩვენ ისეთი რა ვქენით, დათვის ტყვიები ვესროლეთ თავებშიო. მათ თამაშებში ჩართვას არ ვაპირებთ. შესრულდება ჩვენი მოთხოვნები და წავალთ სახლებში. სადამდე შეიძლება, დაეცეს მთავრობა, პოლიტიკოსი? მათ ყოველდღე შეჯიბრი აქვთ ამაში. ვაცადოთ. ჩვენ საქართველოს სამსახურში სიარული არ მოგვწყინდება. აღარ გაგივათ!",– განაცხადა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.  

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S