ბოლო ოცწლეულის განმავლობაში მსოფლიოში ბუნებრივი კატასტროფების რაოდენობა გაორმაგდა

13-10-2020 15:38:20 ეს საინტერესოა

კლიმატის ცვლილებები 2000 წლიდან ბუნებრივი კატასტროფების რაოდენობის გაორმაგების მთავარი მიზეზია. ამის შესახებ გაერო-ს ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ოფისის (UNISDR) მოხსენებაშია აღნიშნული.

2000-დან 2019 წლის ჩათვლით გაერო-ს ბიურომ მსოფლიოში 7348 მსხვილი ბუნებრივი კატასტროფა აღრიცხა – თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე 1980-1999 წ.წ. პერიოდში. თითქმის 3000 კატასტროფა მოხდა აზიაში, 1800 – ამერიკის კონტინენტზე, თითქმის 1000 - აფრიკაში. მნიშვნელოვნად - 3600-დან თითქმის 6600-მდე გაიზარდა მიწისძვრების, ცუნამის და უმთავრესად კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რაოდენობა.

მილიარდობით დაზარალებული

მხოლოდ ექსტრემალური სიცხისგან დაიღუპა 165 ათასი ადამიანი. სულ კი ბუნებრივი კატასტროფებისგან დაზარალდა 4,2 მილიარდი – ერთი მილიარდოთ მეტი, ვიდრე წინა ოცწლეულის განმავლობაში.

კატასტროფებით გამოწვეულმა ეკონომიკურმა ზარალმა 3 მილიარდ დოლარს მიაღწია. თუმცა როგორც მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რეალური ზარალი სავარაუდოდ, ბევრად დიდია, ვინაიდან არაერთი ქვეყანა, განსაკუთრებით აზიური და აფრიკული მონაცემებს არ ასაჯაროებს.

"ჩვენ ვანადგურებთ ისე, რომ მშვენივრად ვაცნობიერებთ, რას ვაკეთებთ. ეს ერთადერთი დასკვნაა, რომლის გამოტანაც შეიძლება ბოლო ოცწლეულის კატასტროფების ანალიზის შედეგად", - ასკვნის გაერო-ს კატასტროფების რისკის შემცირების ბიუროს ხელმძღვანელი მამი მიცუტორი და მთავრობებს მოუწოდებს, კლიმატური რისკების შემცირებაზე ძალისხმევა უფრო ენერგიულად მიმართონ.

"ძალზე მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ მეცნიერული ცოდნა, გაფრთხილებები და მეტი ინვესტირება მოვახდინოთ კლიმატური ცვლილებების პრევენციაში, მათთვის მომზადებასა და ადაპტაციაში", - ასკვნის მიცუტორი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები