13-10-2020 13:27:58 ეს საინტერესოა
ტვ "პირველის" ჟურნალისტს სიმონ შანავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან "ფეისბუქზე" თავად დაწერა.
ჟურნალისტმა საკუთარი სიმპტომებიც აღწერა:
"დღე 1. ვიგრძენი ყელის ტკივილი, მაგრამ 2 საათში გამიარა.
დღე 2. თავის საშინელმა ტკივილმა შემაწუხა.
დღე 3. მომცა სიცხე 37.3 .
დღე 4. დავკარგე ყნოსვის შეგრძნება.
დღე 5. ყნოსვასთან ერთად გემოს შეგრძნებაც დავკარგე.
დღე 6 . არ მაქვს სიცხე, არც ყელი მტკივა და არც ვახველებ, უბრალოდ, სუნს და გემოს ვერ ვგრძნობ” ,- წერს შანავა "ფეისბუქზე".