Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობამ 100–ს გადააჭარბა

საქართველოში COVID-19–ით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობამ 100–ს გადააჭარბა

13/10/2020 07:00:10 საზოგადოება

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსულმა ინფექციამ 9 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან 5 აჭარაში. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირებული 102 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ცხრა პაციენტის შესახებ დეტალები უცნობია, თუმცა დანარჩენ 93 პაციენტის შემთხვევაში მედიკოსები თანმდევი დაავადებების შესახებ საუბრობდნენ, რამაც პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაართულა, საბოლოოდ კი ლეტალური შედეგი დადგა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის ყველაზე ახალგაზრდა პაციენტის ასაკი, რომელიც ვირუსისგან გარდაიცვალა, 43 წელი იყო.

ცნობისთვის: საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 329 პირი, ხოლო 9 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 12 841 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 6867 გამოჯანმრთელდა, ხოლო 102 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 ადამიანი, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 393.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S