Accentnews.ge
ვინ იყვნენ საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19–ით გარდაცვლილი პაციენტები

ვინ იყვნენ საქართველოში ბოლო 24 საათში COVID-19–ით გარდაცვლილი პაციენტები

12/10/2020 09:32:26 საზოგადოება

საქართველოში ბოლო დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 7 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან სამი თბილისში.

ტრამვატოლოგიური ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის ბუბა შალამბერიძის განცხადებით, ერთ–ერთი გარდაცვლილი 43 წლის იყო. უნდა აღინიშოს, რომ კორონავირუსული ინფექციისგან საქართველოში გარდაცვლილთა შორის ეს ყველაზე ახალგაზრდა ასაკისაა.

შალამბერიძის თქმით, პაციენტს თანმდევი სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

"სამივე პაციენტთან იყო მრავლობითი ქრონიკული დაავადებები, მათ ფონზე მოხდა დაავადებების გამწვავება, სამივე პაციენტი თავიდანვე იყო კრიტიკული და მძიმე. ორი, დაახლოებით, 70-72 წლის ასაკის, 1 იყო მამაკაცი 43 წლის," - განაცხადა შალამბერიძემ.

რაც შეეხება აჭარში გარდაცვლილ სამ პაციენტს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერის გია კიკაბიძის ინფორმაციით, ერთი გარდაცვლილი 69 წლის ქალია, მეორე 67 წლის, მესამე კი 81 წლის მამაკაცია.

„81 წლის მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 18 სექტემბერს. დიაგნოზი: „კოვიდ-19“, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: ალცეჰიმერი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 11 ოქტომბერს.

მეორე პაციენტი, 69 წლის ქალი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 30 სექტემბერს. დიაგნოზი: „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი ორი, არტერიული ჰიპერტენზია. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 11 ოქტომბერს.

რაც შეეხება 67 წლის მამაკაცს, მას აღენიშნებოდა „კოვიდ-19“, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულის ქრონიკული უკმარისობა“, – აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

რაც შეეხება მეშვიდე პაციენტს, ის გალიდან გადმოიყვანეს. 62 მამაკაცი საჩხერის კლინიკაში 11 სექტემბერს შეიყვანეს.

კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

„პაციენტს ჰქონდა რამდენიმე ქრონიკული დაავადება, მათ შორის რევმატოიდული პოლიართრიტი. კლინიკაში შემოყვანის დღიდან იყო მართვით სუნთქვაზე. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”,-განაცხადა ქამუშაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S