Accentnews.ge
კრემლმა საქართველოს მიმართ ტონი შეცვალა

კრემლმა საქართველოს მიმართ ტონი შეცვალა

25/06/2019 15:15:13 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

„შეუძლებელია, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრება აეკრძალოთ, შესაძლებელია მხოლოდ, მივცეთ რეკომენდაცია, ყურადღება მიაქციონ საფრთხეებს მათი პირადი უსაფრთხოებისთვის, რომელიც ამ ქვეყანაში შეიძლება, შეექმნათ“, –  ამის  შესახებ ჟურნალისტებს დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა.

„შეუძლებელია საუბარი იმაზე, რომ ადამიანები საერთოდ შეწყვეტენ საქართველოში სიარულს., შეუძლებელია, მათ  საქართველოში წასვლა ავუკრძალოთ და ამის გაკეთებას არავინ აპირებს. შესაძლებელია მხოლოდ, მიეცეთ რეკომენდაცია, ყურადღება მიაქციონ მათი პირადი უსაფრთხოების იმ საფრთხეებს, რომელიც ამ მომენტში საქართველოში შეიძლება, შეექმნათ. ასევე შესაძლებელია ზომების მიღება ტურისტული ნაკადის შესამცირებლად ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა პესკოვმა.

იხილეთ ასევე:

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლას წყვეტს და რუს ტურისტებს სამშობლოში აბრუნებს

ცნობისთვის: კრემლის მიერ საქართველოსთან მიმართებაში შემოღებულ სანქციებს თავად რუსეთის მოქალქეების მხრიდან მძლავრი პროტესტი მოჰყვა. სატელეფონო კავშირის, მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით საქართველოში მყოფმა რუსმა ტურისტებმა მალევე შეატყობინეს კრემლის ისტერიული ანტიქართული პროპაგანდის მსხვერპლად ქცეულ ოჯახის წევრებსა და და ნაცნობებს რუსეთში იმის შესახებ, რომ საქართველოში მათი უსაფრთხოება სრულად არის დაცული, არანაირი საფრთხე რუსეთის რიგით მოქალაქეებს არ ემუქრებათ და ეს პრობლემა არც ერთ ეტაპზე არ მდგარა დღის წესრიგში. შედეგად კრემლს პროპაგანდისტული კამპანია ფაქტობრივად, წყალში ჩაუვარდა.

იხილეთ ასევე: საქართველოში მყოფი რუსი მხატვარი – თანამემამულეებს: "გასკდომას მაქვს გული" [ვიდეო]

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S